აქტუალური
საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.
"ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ შოთაძეს მთავარ პროკურორობას შეჰპირდნენ. მან წარმატებით გააგრძელა ადეიშვილის ტრადიცია, თუმცა დაკვეთების აღსრულებაში მოიკოჭლებენ. დღეს ეს უწყება გაუცხოებულია საზოგადოებასთან, რაშიც ამ ყმაწვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
თეა წულუკიანი ამ პროცესის მონაწილეა... ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა", - აღნიშნავს ალასანია.