აქტუალური
შეხვედრა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ბელგიის სამეფოში ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსს შეხვდა, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა იყო ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფროსის მოადგილესთან, პედრო სერანო დე ჰარო სორიანოსთან შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ტერორიზმის საფრთხეებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.

ბევრი გამოწვევა აქვს დღეს ევროკავშირს. ეს მხოლოდ ნატოს გამოწვევები არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ  ის მოლოდინები, რაც ევროკავშირს გააჩნია საქართველოს მიმართ. ძალიან საინტერესო ინიციატივა დაიბადა. ჩვენ დავპატიჟეთ გენერალი საქართველოში მომავალ წელს.  გაჩნდა მოსაზრება, რომ გაცილებით უფრო გაფართოებული შემადგენლობით ჩამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების გენერლები და თავდაცვის ხელმძღვანელები. შესაძლებელია, თუკი ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, 2016 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა გენშტაბის უფროსს უმასპინძლოს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.