საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს საქართველო პარლამენტის შუალედური არჩევნების პერიოდში და შემდეგაც ეთერში განთავსებული ჰქონდა პოლიტიკური/წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50–ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასევე, ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას შესაბამისი წარწერა და სურდოთარგმანი არ ჰქონდა დადებული.
სარეკლამო რგოლი და საკითხთან დაკავშირებული სხვა მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად.