უცხოეთი
ამერიკული პრესა: დროა თურქეთი ნატოდან გააძევონ

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკული გამოცემა OpEd News იმ პოტენციურ საფრთხეზე წერს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს თურქეთის ნატოში ყოფნით ემუქრება. პორტალის მიმომხილველი ტომას ნაპის თქმით, მართალია ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებაში არის მეხუთე მუხლი, რომელიც ბლოკის ყველა ქვეყანას ავალდებულებს ნატოს ნებისმიერი წევრის მხარეზე ყოფნას, თუკი ის სამხედრო თავდასხმის სმხვერპილი გახდა, მუხლები, რომლებიც არეგულირებენ ალიანსის მოქმედებებს იმ შემთხვევისთვის, თუკი მისი ერთ–ერთი წევრი თავადაა აგრესორი, არ არსებობს.

სწორედ ეს მოხდა, როცა თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი „სუ–24“ ჩამოაგდო სირიის თავზე, წერს ნაპი. საეჭვოა, ვინმემ თქვას, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთის ინტერესებს ემუქრებოდა, ანკარის განცხადებები ამის თაობაზე ერთობ საეჭვოდ ჟღერს.

თუ მოსკოვი სიმეტრიულ პასუხს გასცემს და თურქეთს შეუტევს, ნატოს ყველა წევრ ქვეყანას მოუწევს რუსეთთან ომში ჩართვა, ა– ღნიშნავს ჟურნალისტი, – ამას ხომ მეხუთე მუხლი ავალდებულებთ.

ნაპის თქმით, თურქეთი იმთავითვე არ უნდა მიეღოთ ნატოში, აღარაფერი რომ არ ითქვას იმაზე, რომ თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებობა უკვე დიდი ხანია სასარგებლო აღარ არის.