პოლიტიკა
„თურქეთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოა, ვიდრე პუტინის რუსეთი“ – ხიდაშელი

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ძალიან დიდი იმედი მაქვს თურქეთის, რომ ის არ დაუშვებს რამე ტიპის სერიოზულ გართულებას ამ მიმართულებით. არავის ინტერესში არ არის სიტუაციის გართულება, არავის ინტერესში არ არის დღეს სიტუაციის გართულება ნატოს წევრ სახელმწიფოსთან, რადგან ეს ნიშნავს ნატოსთან კონფლიქტს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობის საკითხზე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რუსეთი ძალიან ახლოს მივიდა კონფლიქტის გამწვავების ზღვართან, მაგრამ თურქეთის ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში მხოლოდ მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „მსოფლიოში არიან სახელმწიფოები, რომლებიც გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან მსგავსი ტიპის ინციდენტებს, ვიდრე პუტინის რუსეთი“, ამიტომ მას სჯერა, რომ სიტუაცია აღარ გამწვავდება.