სამართალი
„თურქეთს სრული უფლება ჰქონდა, ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა“ – ბერძენიშვილი

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  “თურქეთს სრული უფლება ჰქონდა, ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. თუმცა, შესაძლოა, იყო ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმის საშუალება, მაგრამ ვერავინ გაკიცხავს თურქეთს იმისთვის, რაც გააკეთა. უნდა ითქვას ისიც, რომ თურქეთის პრეზიდენტი შეწუხებულია მომხდარით. მართალია, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ რუსეთმა პირიქით უნდა მოიხადოს ბოდიში, მაგრამ იმედი აქვს, რომ იქნება შემდგომი მოლაპარაკება“, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, პარლამენტარმა ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ციხეში დასმენებს წერდა თავის ღვიძლ ძმა დავითზეც კი.