საზოგადოება
ვინ არის ეკა გიგაური – გოგა ხაინდრავამ დოკუმენტაცია გაასაჯაროვა

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილის ბრძანება წარუდგინა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს ხელმძღვანელს მერაბიშვილმა სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭა.

ეს არის ივანე მერაბიშვილის 2007 წლის 13 ნოემბრის ბრძანება, სადაც ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულება უზრუნველყოფს პოლიციის ერთ-ერთი ლეინტენანტის ეკა სიმონის ასულ გიგაურს ვადაზე ადრე მიენიჭოს წოდებასასაზღვრო პოლიციის კაპიტანი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დალეწილი ხალხი საავადმყოფოებში წევს და საქართველო იშუშებს ტრავმას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მანვე, ჟურნალისტებს კიდევ ერთი ბრძანება წარუდგინა:

„აქვეა განკარგულება, რომელიც 2007 წლის 14 ნოემბერს არის გაცემული. განკარგულებაში ვკითხულობთ: სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები. ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თითოეული მათგანი 1000-1000 ლარით დაჯილდოვდა. გიგაურს ამ დროს სამსახურებრივად ამ დაჯილდოების კონტროლი და განაწილება ევალება. ეს არის ის სპეცრაზმი, რომელმაც საზოგადოება 7 ნოემბერს დალეწა. ეს ადამიანი კი დღეს საქართველოში ადამიანის უფლებებს იცავს. ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი იყო, არის და იქნება. აი ვინ არის ეკა გიგაური და რა ინტერესები აქვს მას“,- განაცხადა ხაინდრავამ.