სამართალი
“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა “თავისუფალი ზონა” იშლება!

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. “თავისუფალი ზონა“ უკვე დატოვა ორგანიზაციის დამფუძნებელმა და წევრმა ირაკლი ონიანმა. “თავისუფალი ზონის” დაშლის მიზეზები ამ ახალგაზრდული მოძრაობისა  და პარტია ნაციონალური მოძრაობის უპერსპექტივობამ განაპირობა.

“თავისუფალი ზონა”  დღითი დღე კარგავს ახალგაზრდებს და ორგანიზაციის ყოფილი წევრების განცხადებით ზონა უკვე  დაიშალა.

ვეღარ აქტიურობს ახალგაზრდული ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” უხუცესი ლიდერი კობა ხაბაზიც, მიზეზი ფინანსების სიმწირესთან ერთად შიდაპარტიული დაპირისპირებებია.

ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს ახალი პატრონის ძებნა, მაგალითისთვის ორგანიზაციის დამფუძნებელი ირაკლი ონიანი ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” მიეკედლა, რომლის დამფუძნებლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული  პოლიტიკოსები არიან. მაგალითად, საქართველოს ეკოლოგიის ექსმინისტრი, გიტარისტი და პარლამენტარი გოგა ხაჩიძე, სააკაშვილის მმართველობის დროის საესტრადო ჰიტის – „მიშა მაგარია!“ ავტორი.