სამართალი
საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ვლადიმერ ტ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 17,5 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას ვლადიმერ ტ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.