საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილისა და ქართულ- ამერიკული მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტ მელორ წიფურიას შორის აშშ-ში, ქალაქ სან დიეგოში შეხვედრა შედგა ამ ასოციაციის თაოსნობით. ამა წლის თებერვალში ირაკლი შიხიაშვილს უკვე ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის თაობაზე, ხოლო ამ შეხვედრაზე დაიგეგმა 2016 წლის გაზაფხულზე ამერიკელი ბიზნესმენებისა და კონგრესმენების მოწვევა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, რომლის ინიციატორია ქართულ-ამერიკული მეგობრობის ასოციაცია, იგეგმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამერიკული მხარის მოლაპარაკებები საქართველოში ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო-სამკურნალო ცენტრის შესაქმნელად.