აქტუალური
ივანიშვილი და ვოლსკი –შოთაძის მთავარ პროკურორად დანიშვნაზე

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ივანიშვილის თქმით, კრიტიკა,რომელიც პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით გარკვეულმა პოლიტიკურ ჯგუფებმა გამოთქვეს, მთავარი არ არის.

უნიკალური და უმწიკლო ვერავინ ვერ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი აქ არ არის პიროვნება, მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც აკრიტიკებდნენ, თუ როგორ წესით აირჩა პროკურორი. ამ პროცესში მთავარი გახლავთ ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი. ვფიქრობ, რომ პროცესები, რაც მიდის საქართველოში, არის ძალიან სწორი და მიზანმიმართული და ევროპისკენ სწორი გზაა სწორედ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

“შოთაძემ, ბადაშვილთან ერთად, პროკურატურაში მოქნილი სისტემა შექმნა. გამოძიებულ იქნა ძალიან ბევრი საქმე, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არ იცის. წარსულს უნდა ჩაბარდეს ის პრაქტიკა, როცა პროკურატურა ნებისმიერი ადამიანის ბედს ერთი მუშტის დაკვრით წყვეტდა. შოთაძის გეგმა ჩვენთვის მისაღებია. მან დეპუტატთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკიმ.