საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. სპეცსამსახურების და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, ბომბი, რომელმაც რუსული ლაინერი A321 გაანადგურა, მოთავსებული იყო 30A სავარძლის ქვეშ. ქიმიური და სხვა სახის სპეციალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოთავსებული იყო 30А და 31А სავარძლებს შორის, რომელბსაც 15 წლის მარია. ი და 77 წლის ნადეჟდა ბაშაკოვა იკავებდნენ. ბომბს დაახლოებით კილოგრამი ტროტილი ექვივალენტის სიმძლავრე ჰქონდა და აფეთქდა წამიერად ისე, რომ მგზავრებმა იმის გაფიქრებაც კი ვერ მოასწრეს, რა მოხდა.
აფეთქების ტალღა თვითმფრინავის წინა ნაწილში გავრცელდა. ვინაიდან მოწყობილობის ეპიცენტრი ლაინერის ბოლო რიგებში იყო, ექსპერტებისთვის გასაგები გახდა, რატომ დაიწყო თვითმფრინავმა ჰაერში კუდის ნაწილიდან რღვევა. ექსპერტების დასკვნა იმ კითხვასაც სცემს პასუხს, რადარებიდან გაქრობამდე რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა რაიმე სიგნალის გადაცემა.