უცხოეთი
"ისლამური სახელმწიფოს" 60 მტერი - სიაში საქართველო არ არის

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მორიგი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი "ისლამური სახელმწიფოსგან" - ტერორისტული დაჯგუფება 60 ქვეყანას მტრად აცხადებს, სიაში მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ირანმა, თურქეთმა, აშშ-მა და რუსეთმა "ეშმაკთა კოალიცია" შექმნეს და იქვე აღნიშნულია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მტრების უფრო მასშტაბური კოალიცია იბრძვის. საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" მტრად დასახელებული არ არის.