საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება.
სიახლის მიხედვით, ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს - ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება.
ინიციატივის ავტორის თამარ კორძაიას თქმით, მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.
აგრეთვე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაზრდა იგეგმება.
საქართველო არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი, რომლის მოთხოვნაც არის, რომ სიგარეტის მოხმარების მაქსიმალური შეზღუდვა უნდა მოხდეს.
დავით სერგეენკო: „ეს არის კომპლექსური მიდგომა, პაციენტების ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პაციენტების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა, ასე, რომ ეს არის სწორი გზა, რომელიც აუცილებლად მოგვცემს მნიშვნელოვან შედეგებს.“