საზოგადოება
რიმა ბერაძემ დავით ნარმანიასთან ერთად კიევის ქუჩაზე მდებარე განახლებული საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, კიევის ქუჩაზე, განახლებული N 132-ე საბავშვო ბაღი გახსნა.

მაჟორიტარმა დეპუტატმა, დედაქალაქის მერმა, რაიონის გამგებელმა და მერიის წარმომადგენლებმა საბავშო ბაღის შენობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინტერიერი დაათვალიერეს.

დღეს ჩუღურეთის რაიონში N 132- განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სამი ათეულიწლის ისტორიის მქონე ეს ბაღი, წინა ხელისუფლებამ დახურა და აქ პარტიანაციონალურიმოძრაობისოფისი გახსნა. დღეისათვის ბაღში 130-მდე აღსაზრდელისთვის სამი ჯგუფიაგახსნილი და დასაქმენულია 25-მდე თანამშრომელი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბაღში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად 120 000 ლარი დაიხარჯა. შენობაში მოეწყო სააღმზრდელო ოთახები და შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.