სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გიორგი . თბილისში, გლდანის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გიორგი კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 4 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.