სამართალი
საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.