პოლიტიკა
„საქართველოს მოსახლეობა შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მიიღებს“ - ედგარს რინკევიჩი

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო ბრიუსელიდან პოზიტიურ რეკომენდაციას უნდა ელოდოს. რაც მისი აზრით, უახლოეს მომავალში, ქვეყნის მოსახლეობას შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

განსაკუთრებით მინდა გავიხსენო საქართველოში ჩემი ვიზიტი, მაშინ როცა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში სახეზეა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელა. მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს წარმატებული მონაწილეობააღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის ღონისძიებებში, რაც საბოლოოდ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას განაპირობებს", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.