პოლიტიკა
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. კომპანია  „ჯეოკეპი“ პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ახლადგახსნილი საწარმო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმპორტირებულ საქონელს მალე „ჯეოკეპ“–ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლებს.

„ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება.  ამ მიზნით ჩვენ ავამოქმედეთ სახელმწიფო  პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დღეს გვაქს 123 საწარმო დაფინანსებული. ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს, იმას, რომ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია უკვე შექმნილი და რომ ქართული წარმოება განვითარდება. დღეს ვხედავთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ერთ დროს მიტოვებული ქარხნის გაცოცხლება და   გაპარტახებული საწარმოს გადაქცევა თანამედროვე, ევროპული ტიპისსაწარმოდ. აქ არის ინვესტირებული 4 მილიონი ლარი.  „ჯეოკეპს“ შეუძლია არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.