აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: რა კავშირი ჰქონდა ფონდ იავნანას სააკაშვილის ხელისუფლებასთან?

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის, საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის ფონდის წარსული საქმიანობის შესახებ კითხვებს სვამს.

"ესე იგი ინტერვიუს სრული ვერსია რუსთავი-2 ზე ... რატომ არ მიკვირს !? რატომ არ მიკვირს რომ მაჭავარიანის ძმა ახალ დაარსებულ ფომდის გენმდივნად ყავს აყვანილიან რატომ არავის უკვირს ამბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს (თუმცა დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს) ...

ნუთუ ასეთ გამაყრუებელ სიჩუმეს რამე კავშირი ჰქონდა იმასთან რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდიიავნანასარგებლობდა იმდროინდელ ხელისუფლების სრულიკარტე- ბლანშით” ?

მეტიც იავნანას ჰქონდა მიღებული მონოპოლია: აეროპორტში იდგა მხოლოდ იავნანა-ს ყუთები სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ მატ ხელთ შერჩენილ ლარების შეწირვა იავნანასთვის... იმ დროს როცა არცერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთან?...უცხოეთიდან შემოსული ფულის გათეთრებისა, თუ სწორედ სხვა და სხვა ბიზნესებზე დაკისრულ გადასახადის გადმორიცხვის ფორმა? ხომ საინტერესო კითხვაა ... ნეტავ რუსთავი-2 ს ინტერვიუში დაუსვამენ ამ და სხვა კითხვებს ... ?" - წერს ზურაბიშვილი.