უცხოეთი
რუსულმა სპეცდანაყოფებმა ბომბდამშენი Су-24-ის შტურმანი გადაარჩინეს

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსულმა და სირიულმა სპეცრაზმმა რუსული ბომბდამშენის „სუ-24“-ის შტურმანი გადაარჩინა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზაზეა გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე.

შოიგუს თქმით, ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერგეი შოიგუმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უდიდესი რისკის ფასად ამ ოპერაციაში მონაწილეობდა. მინისტრის განცხადებით, მან ოპერაციის დასრულების შესახებ ვლადიმერ პუტინს აცნობა. შოიგუ ამბობს, რომ პუტინმა მფრინავის გადარჩენის ოპერაციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.