სამართალი
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რომან ბ.
და წარსულში ნასამართლევი ფუად ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ფუად ა-ს პირადი ჩხრეკისას 9,0015 გრ, ხოლო რომან ბ-ს პირადი ჩხრეკისას 18,8555 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.