სამართალი
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.
გიორგი მღებრიშვილმა დათო ნიკოლეიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.
შს მინისტრმა, სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან ერთად, მომსახურების სააგენტო დაათვალიერა და არსებულ სერვისებს გაეცნო.
მომსახურების სააგენტოს ახალმა დირექტორმა შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. დათო ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო განავითარებს სააგენტოს, დანერგავს ინოვაციებს და საზოგადოებას მაღალი ხარისხის, დასავლური სტანდარტების სერვისებს შესთავაზებს.