აქტუალური
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. 25 ნოემბერს აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ კომენტარი გააკეთა პრესისთვის თურქეთსა და რუსეთს შორის ვითარების განმუხტვის თაობაზე: „უპირველესად, რა თქმა უნდა სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თურქ მოკავშირეს. ეჭვქვეშ არავინ აყენებს თურქეთის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს უფლებას, დაიცვას საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა მან.
შეკითხვა: „საქართველო რთულ რეგიონშია რუსეთსა და თურქეთს შორის. რას შეიძლება, მოველოდეთ?“
ელჩი კელი: „ვფიქრობ, [მომხდარი]დიალოგის აუცილებლობას უსვამს ხაზს. საჭიროა სირიის ტრაგედიის პოლიტიკური მოგვარებისთვის ძალისხმევის გაგრძელება. ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე გააგრძელებს დიალოგს ვითარების განსამუხტავად.“