აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვედრის მთავარი თემები.

მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას დაესწრო თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკი.

„ჩალიკ ჰოლდინგმა“, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.