საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სერგეი ლავროვის განცხადებით, ტერორისტები თურქეთის ტერიტორიას სირიაში და სხვა ქვეყნებში ტერაქტების მოსაწყობად იყენებენ.
,,ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტერორისტები თურქეთის ტერიტორიას სირიასა და სხვა ქვეყნებში საკუთარი ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ და ეს არავისთვის საიდუმლო არ უნდა იყოს",- აცხადებს ლავროვი. და აქვე აცხადებს, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს იმისა, რომ მოსკოვიდან ვინმე ანკარაში ჩავიდეს. თუმცა, მისივე თქმით, მოსკოვის უარს არ აცხადებს ანკარასთან კონტაქტზე, რომლის დამადასტურებელიც მისი თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარია, რომლის დროსად თურქეთის საგარეო უწყების ხელძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ რუს კოლეგასთან ორმხრივი დიალოგი რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე შესაძლებელი გახდება.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსულ სუ 24-თან დაკავშირებული ინცდენტი დაგეგმილ პროვოკაციას ჰგავს. მისივე თქმით, პუტინს წარედგინება წინადადებები თურქეთთან ურთიერთობების გაგრძლების შესახებ. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თურქეთთან ომს არ აპირებს და ასევე, მოსკოვს არ სურს შექმნას ხელოვნური ბარიერები თურქი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის.