პოლიტიკა
ღარიბაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს და საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას. გამოითქვა იმედი, რომ 15 დეკემბერს, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო  ბრიუსელიდან ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

საუბარი  შეეხო  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მსოფლიოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ედგარს რინკევიჩს,  ლატვიის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  ევროპული და ევროატლანტიკურიმისწრაფებებისადმი  მხარდაჭერისთვის.