საზოგადოება
მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს

skola-zugdidi1ზუგდიდის № 3 საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი რევაზ მაჭავარიანი მანდატურ ჯიმშერ ბაძაღუას მიერ დაწერილი ოქმის საფუძველზე სკოლის დირექტორმა ლევან ღურწკაიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. რევაზ მაჭავარიანმა საჩივრით მიმართა პროკურატურას. ''მე-8 კლასში ვატარებდი გაკვეთილს, ორი ბავშვი წაკამათდა, ხელის გასარტყმელადაც გაიწიეს ერთმანეთისკენ. მე ისინი გავაშველე და ვცდილობდი, განმემუხტა სიტუაცია, ამ დროს მოვიდა მანდატური და შემიდგინა ოქმი, თითქოს მე ერთ-ერთი მოჩხუბართაგანი ვცემე, არა და მსგავსი რამ არ ყოფილა. მეორე დღეს დამიბარა დირექტორმა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მომახსენა. მე საჩივრით მივმართე პროკურატურას, დაგვკითხეს. მიმდინარეობს გამოძიება. მე ვითხოვ სამსახურში აღდგენას, რადგან უკანონოდ გამათავისუფლეს'', – აცხადებს რევაზ მაჭავარიანი.

მოსწავლის - გიორგი ჯალაღონიას ცემის ფაქტს უარყოფენ მისი თანაკლასელები და თვით გიორგი ჯალაღონიაც. № 3 საჯარო სკოლას უკვე ახალი მანდატურები ჰყავს.