პოლიტიკა
ცისკარიშვილი: „ სრულებით ბუნებრივია, სააკაშვილი ბურჭულაძის სახით ახალ პოლიტიკურ თანამოაზრეს ეძებდეს“

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ახალი მოძრაობა საქართველოს განვითარების ფონდის" დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ შესაძლოა, დისკომფორტი იგრძნოს პოლიტიკაში მოსვლით.

ექსპერტს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრაზე საუბარი უჭირს.

“უნდა მივადევნოთ თვალყური "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეფასებებს ბატონი ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუ ისინი გაღიზიანებულები იქნებიან ამით, მაშინ რაიმე სერიოზული კომუნიკაცია ამ თემებზე არ არის მოსალოდნელი, რომ ეს იყოს სწორედ ოდესაში საუბრის შედეგი. თუ ისინი აღტაცებულები იქნებიან, ამას საწინააღმდეგო შეფასება შეიძლება მიეცეს. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, თავადვე სხვაზე ადრე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ფორმულით - "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს". ჯერჯერობით ამის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანმა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში განებივრებული იყო ტაშითა და ოვაციებით, შესაძლოა, დისკომფორტი იგრძნოს, როდესაც არაერთი უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელების მოწმე გახდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.