სამართალი
სიგარეტის მოწევა აიკრძალება

smokeავტომანქანის საჭესთან, შესაძლოა, სიგარეტის მოწევა აიკრძალოს. მართალია, ამის შესახებ გადაწყვეტილება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პარლამენტს არ მიუღია, მაგრამ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ საჭესთან სიგარეტის მოწევა აიკრძალება, რადგა ეს მძღოლს მანქანის მართვაში ხელს უშლის.

 

მძღოლების უმეტესობას სიგარეტის მოწევის აკრძალვა, ალბათ, არ მოეწონება, რადგან მსგავსი აკრძალვები მათ მაინც და მაინც გულზე არ ეხატებათ. თანაც ის, ვინც კანონს დაარღვევს, დაჯარიმდება, რაც მძღოლების ჯიბეს დაარტყამს.

ღვედებისა და დაბურული მინების შემდეგ, ჯერი სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე მიდგება. რა იქნება შემდეგ? მარჯვენასაჭიანი ავტომობილები?!

ამასწინათ, ერთ-ერთმა ადამიანმა იხუმრა, რომ მალე სუნთქვის გადასახადსაც დააწესებენ, ან, დედამიწა რომ ბრუნავს, ამის გადასახადს შემოიღებენ.