საზოგადოება
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან მოჭადრაკეთა შორის დასკვნით ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა და მსოფლიო ჩემპიონის მორიგი ტიტული მოიპოვა.
საქინფორმი და ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" ულოცავენ ქალბატონ ნონას კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას, დიდხანს სიცოცხლეს და უამრავ სიხარულს უსურვებენ ჭადრაკის დედოფალს!