პოლიტიკა
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის რაიონული ორგანიზაციები, დებულების შესაბამისად, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საოლქო პარტიული კონფერენციების შესახებ, რომელიც 9 რაიონში ჩატარდა. კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.