პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე: “მალე აჭარაში მოყვანილი თუთუნი ბელარუსის ბაზარზე გავა“

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნეს-ფორუმის  ბათუმი - მინსკის ფარგლებში ბელარუსის პრემიერ მინისტრ  ალექსანდრე კობაკოვს  და ვიცე– პრემიერ  მიხაილ რუსის შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩვენ მიზნად გვქონდა დასახული აჭარაში 200 მილიონი დოლარის საქონელბრუნვა განგვეხორციელებინა. ამისთვის კი საჭიროა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ყველა მიმართულების გააქტიურება. აუცილებელია  ცალკეული კომპანიების დაკავშირება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და საერთო ნაწარმისა და პროდუქციის ბაზარზე გასატანად ერთობლივი პლატფორმის გამოყენება”, - განაცხადა ბელარუსის ვიცე პრემიერმა მიხაილ რუსიმ.

„მალე  აჭარაში მოყვანილი თუთუნი ბელარუსის ბაზარზე გავა. მოლაპარაკებების შედეგად ჩვენი თამბაქოს კომპანია დავაკავშირეთ ადგილობრივ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას. გაფორმდა 2 3000 აშშ დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს ჩვენი ქედის თამბაქოს ბელარუსში ექსპორტირებას.  შედეგი გვაქვს ასევე ციტრუსის რეალიზატორ კომპანიებთან დაკავშირებითაც. ეს დასაწყისია და სტიმულია სხვა კომპანიებისთვისაც“, - განაცხადა პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.