საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. პარიზი მოსკოვის სახით რეალურ მოკავშირეს ხედავს საერთაშორისო ტეორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში. განყოფილების შეფ-რედაქტორი ანდრეა მიტჩელის აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს მოსკოვში იოლი ვიზიტი როდი ელის, რადგან საკმაოდ რთული იქნება რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის მოქმედებების კოორდინაციის მიღწევა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების პოზიციების დაბომბვისას. „გამოჩნდა საერთო მტერი და რუსეთს სურს მისი დასჯა თავისი თვითმფრინავის დაღუპვის გამო. პუტინს მათი დასჯა სურს, მან თქვა, რომ არავის დაინდობს. მას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სურს“, - განაცხადა მან. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ფრანსუა ოლანდმა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მიმართა, რადგან იცის, რომ „ნატო პარიზის ტერაქტებს არ უპასუხებს“.
„ვლდიმერ პუტინი გაცილებით ჭკვიანი, სასიამოვნო და მაგარი ბიჭია, ვიდრე ის წარმოუდგენელი ბოროტმოქმედი, როგორადაც მას დასავლეთში წარმოვაჩენთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ იგი არის პიროვნება, რომელიც მოტივირებულია ძალითა და ძალაუფლებით“, - განაცხადა ამერიკელმა მწერალმა თედ ბელმა.