სამართალი
ნატომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ სრულებით ვერშემდგარია

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. პარიზის მოვლენების ფონზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ სრულებით ვერშემდგარია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ნატოს უმთავრეს მიზანს წევრ-სახელმწიფოთა მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რჩება კითხვა, სად იყვნენ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ეს ათასობით ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, ავიაცია და სხვა, როცა ტერორისტები საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში ხალხს ხვრეტდნენ.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, ქვეყანას გამოუცხადეს ომი, რომელიც მისსავე ტერიტორიაზე გააჩაღეს. თვალნათელია, რომ თუ ნატო თავისი წევრების დასაცავად შეიქმნა, მაშინ მოვლენების ამგვარი განვითარება არ უნდა დაეშვა.

ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატოს შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.