საზოგადოება
პაატა ბურჭულაძე: „პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას არ გამოვრიცხავ“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძე 20 ნოემბერს გამართა შეხვედრა, რომელსაც ფონდის თავმჯდომარე ვანო მაჭავარიანი, წევრები ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ.

პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ  პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყოს და ამის შესახებ დეკემბერში, ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე  გააკეთებს განცხადებას.

წევრების განცხადებით, ფონდს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა ექნება.  აქცენტები გაკეთდება  ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და პროდასავლურ კურსზე. ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ  ფონდის  მიზანია სოციალური სოლიდარობის დამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობასთან, რომელმაც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებას უპრეცენდენტო ერთსულოვნება აჩვენა.

ახლადშექმნილი ფონდის დამფუძნებელი და წევრები უკვე შეხვდნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს  არ აკეთებენ.