საზოგადოება
რიმა ბერაძე საქართველოს ლატვიელთა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორთან მარგალიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ლატვიელების სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს ლატვიელთა საზოგადოების „AVE SOL”-ის ოფისში გაიმართა, რომელზეც რიმა ბერაძემ სათვისტომოს წარმომადგენლებს მოუსმინა და კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას დაპირდა. ასევე გააცნო  ინიციატივა, რომელიც  ლატვიის საელჩოსა და სათვისტომოს ჩართულობით უნდა განხორციელდეს და რომელიც გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბალტიისპირეთის ქვეყნების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გულისხმობს.

სათვისტომოს წარმომადგენლებმა ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოში შემავალ ყველა დიასპორას ეხება. გამოცდილების გაზიარების მიზნით, მნიშვნელოვანია შეხვედრები სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგებლებთან რათა ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის კუთხით მათი გამოცდილების გაზიარება მოხდეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ. 

შეხვედრაზე საზოგადოების „AVE SOL”-ის თავჯდომარემ რეგინა იაკობიძემ აღნიშნა, რომ

საკრებულოში შექმნილი ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.

შეხვედრის დასასრულს, საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორმა მარგალიტა ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ ინტენსიური შეხვედრები საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან და სათვისტომოებთან მომავალშიც გაგრძელდება.