აქტუალური
ხელისუფლებამ გადასახადების რეფერენდუმის გარეშე შეცვლის შესაძლებლობა დაიტოვა

referendumპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გადასახადების დაწესებას ან მოქმედი გადასახადის გაზრდას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს. თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ წესიდან გამონაკლის შემთხვევებს ორგანული კანონი დაადგენს. ასეთი ჩანაწერი თავდაპირველ პროექტში არ არსებობდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ამ დებულების ასახვა იმ მოტივით გადაწყდა, რომ კრიზისის შემთხვევაში მთავრობა შეზღუდული არ იყოს და კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს. ცვლილებების მიხედვით, აქციზის გადასახადი გამონაკლისია, რომლის გაზრდასაც რეფერენდუმის დანიშვნა არ დასჭირდება. ცვლილებები ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.