საზოგადოება
ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

food-basketგასული თვეების მაჩვენებელთან შედარებით ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 149.50 ლარით განისაზღვრა, მაშინ, როდესაც 2009 წლის დეკემბრის მაჩვენებლით 126 ლარი იყო.

რაც შეეხება, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, მან 132 ლარი შეადგინა. გაიზარდა ასევე საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელმაც 250 ლარი შეადგინა. ექსპერტები საარსებო მინიმუმის გაზრდას საკვების გაძვირებას უკავშირებენ. მათივე თქმით, აღნიშნული ტენდენცია ქვეყანაში ეკონომიური არამდგრადობის მაჩვენებელია. „ ქვეყანაში დღითიდღე ძვირდება საკვები პროდუქტი, გადასახადები, მგზავრობის ღირებულება და ა.შ სწორედ ამის შედეგია, რომ საარსებო მინიმუმმა მოიმატა, თუ ქვეყანაში ფასების ზრდის ტენდენცია არ შეწყდა, სარსებოო მინიმუმი კიდევ მეტად გაიზრდება და ადამიანები შიმშილობის ზღვარზე მივლენ,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ საქინფორმთან საუბრისას.