სამართალი
„საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება კონტროლდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

1-kontroldeba-sam3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღო.

სიტუაციას ვაკონტროლებთ და კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება და 24-საათიანი მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.