სამართალი
შსს-ს ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

1-turqi-sam-1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს.

აღნიშნული პირი ვისბადენის ინტერპოლის მიერ 19.06.2013 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მას ბრალად ედება ქურდობა, ქურდობა საცხოვრებელში შეჭრით, თაღლითობა, კომპიუტერულ თაღლითობა.

ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. ბრალდებულმა ასევე კუსტარულად დამზადებული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა; ასევე მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც 1 000 ევრო მიითვისა.

ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.