აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს

1-bler-aqt-3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რამდენიმე საათით სტუმრობდა.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება, შეხვედრის მთავარი თემები იყო.

ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.