აქტუალური
„დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია; ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.
„ერთადერთი, ვინც ბრიუსელში - ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს ევროკავშირში დაუდასტურეს, რომ გაოცებულები არიან. მათ პირდაპირ უთხრეს, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? პასუხი კი იყო, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. რა უნდა დავარქვათ ამას, თუ არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მტრობა?!“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.