საზოგადოება
მთავრობის მეთაურმა ევროპალატის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით გადაიდგა და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
ევროპალატის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს და 45 პალატას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია 2000 წლიდან.