წლის ბოლოსთვის ფულადი გზავნილები მატულობს
2010 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 16.4 პროცენტით მეტია 2009 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (7.7 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.4 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
2010 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ნოემბერში.
ექსპერტების აზრით, ფულადი გზავნილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს დეკემბერში, რაც მეტწილად სადღესასწაულო დღეების მოახლოებით იქნება განპირობებული.