პოლიტიკა
„სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

1-khelfasi-pol-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც შეეხება ხელფასების ზრდას, 113 მილიონი ლარით გაზრდილია ჯარისკაცების, 106 მილიონი ლარით - პოლიციელების ხელფასები, ასევე, პედაგოგების და ექიმების შრომის ანაზღაურება.

არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი და ეს ყველაფერი საჯაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

ხდება დანამატის გაცემა - საუბარია საშუალოდ 300-400 ლარზე, საშუალო და ქვედა რგოლზე. 2017 წლისთვის მთელი სახელფასო სისტემა იქნება მოწესრიგებული, ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს - დანამატი და აღარ მოხდება დანამატების და პრემიების ქაოტურად გაცემა. სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა და უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულირება დაასრულონ“, - აღნიშნა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.

შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.

10 მილიონი ლარით გაზრდილია გამომძიებლების ხელფასები; სასამართლოებში, 21 მილიონი ლარით გაზრდილია მოსამართლეების, სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები; გარემოს დაცვის სამინისტროში, აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, მხოლოდ აქ არის ზრდა; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესაბამისად, უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი, ეს სამსახურები ასევე გაუქმებული იყო და მათ აღდგენას მოჰყვა არითმეტიკული მატება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

„გაზრდილი აქვს შრომის ანაზღაურება საქართველოს პარლამენტს , მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქუთაისში, კანონის შესაბამისად კი ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ; ადგილობრივ თვითმმართველობებში დაახლოებით 50 მლნ ლარით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზედა ზღვარი“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.