უცხოეთი
WikiLeaks-მა მსოფლიო შოკში ჩააგდო: ობამას ადმინისტრაციაში მილიარდებს იპარავენ

1-dolarr-zar-1-anსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. პორტალმა WikiLeaks–მა გამოაქვეყნა სკანდალური დოკუმენტების მორიგი ულუფა, რომლებიც მოწმობს ობამას ადმინისტრაციაში კორუფციის არსებობას – იქ მილიარდობით დოლარს იღებდნენ.

საიტზე განთავსებულია დაახლოებით 50–საათიანი აუდიოჩანაწერი, რომლებიც მოიცავს მონაწილე–კომპანია AbilityOne–ის ტოპ–მენეჯერთა, ასევე არაკომერციული ორგანიზაცია SourceAmerica–ს იურისტი ჯინა რობინსონისა და Bona Fide Conglomerate –ის აღმასრულებელი დირექტორი რუბენ ლოპესის მოლაპარაკებებს.

საუბრები უჩვენებს, რომ პროგრამის, რომლის ბიუჯეტიც 3 მლრდ დოლარს შეადგენს, სახსრების ნახევარი არადანიშნულებისამებრ მიდის. ლაპარაკია იმაზე, რომ ფულის გათეთრებაში მონაწილეობდნენ ობამას ადმინისტრაციის 10 ჩინოვნიკი და თეთრი სახლის სამი წარმომადგენელი მისი წინამორბედი ჯორჯ ბუშ– უმცროსის მმართველობისას.