უცხოეთი
იორდანიის მეფემ „ისლამური სახელმწიფო“ მესამე მსოფლიო ომის დაწყებაში დაადანაშაულა

1-mefe-zar-3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები კაცობრიობის წინააღმდეგ  მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და  მსოფლიო საზოგადოებას ამ საშიშროების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

კოსოვოში ვიზიტის დროს იორდანიის მონარქმა ISIS-ის ბოევიკებს უწოდა ველური ბანდიტები, რომლებმაც 100-ობით ათასი მუსულმანი მოკლეს. ISIS-თან დაპირისპირებას იორდანიის მეფე ისლამის შიგნით ომად თვლის, მათთან, ვისაც მუსულმანების ფანატიკოსებად გაადაქცევა უნდათ”.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გაბედულად, რათა კონტინენტთაშორისი საფრთხეები ავიცილოთ, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ევროპაში”,- განაცხადა აბდულა მეორემ.

იორდანიის მეფე, 54 წლის აბდულა მეორე, ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი მეთაურია. მან 1980 წელს ბრიტანეთის   სენდჰარსტის სამხედრო სამეფო აკადემია დაამთავრა, მოგვიანებით კი სამხედრო ელიტარული ვერტმფრენის, კობრას პილოტი გახდა. თებერვალში, ISIS-ის ბოევიკების მიერ იორდანელი პილოტის ცოცხლად დაწვით განრისხებულმა აბდულა მეორემ განაცხადა, რომ მზადაა, პირადად შეებრძოლოს ტერორისტებს.