შსს-მ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
საქართველო, 19 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
ქერიმ ს. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, თურქული წარმოების, „Sarsilmaz“-ის ტიპის პისტოლეტი 15 ვაზნით და 1 მჭიდით ამოიღეს. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაკავებულმა თურქეთიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.