სამართალი
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გურამ მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამაცველებმა 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გურამ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.